MUHTASAR İLMİHAL

97 ქერააჰეთი (მექრუჰი) დროები სამი დრო არსებობს, როდესაც ნამაზის ლოცვა მექრუჰია: 1. მზის ამოსვლის შემდეგ, (დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში) 2. როცა მზე ზენიტში იმყოფება, (შუადღის ნამაზის დროის დადგომამდე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში) 3. მზის ჩასვლისას, (საღამოს ნამაზის დროის დადგომამდე 45 წუთის განმავლობაში). ამ დროს მხოლოდ იმ დღის იქინდი ნამაზის ფარძი ილოცება. ამ სამ დროში: გავლილი ფარძი ნამაზები, ვააჯიბი ნამაზები და მექრუჰის დრომდე მომზადებული ჯანაზა ნამაზი არ ილოცვება. ასევე, ადრე ნაკითხი თილაავეთ სეჯდეც არ გაკეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმეორედ გაკეთებას საჭიროებს. ამ სამ დროში ნააფილე ნამაზიც არ ილოცვება, თუმცა ლოცვის შემთხვევაში ხელმეორედ ლოცვას არ საჭიროებს. მექრუჰის დროებში ყურანის კითხვა და ზიქრის გაკეთება შეიძლება. დილის ნამაზის ლოცვის დროის დადგომიდან მზის ამოსვლამდე (დილის ნამაზის სუნნეთის გარდა) ნააფილე ნამაზის ლოცვა მექრუჰია. იქინდი ნამაზის ლოცვის შემდეგაც მზის ჩასვლამდე ნააფილე ნამაზის ლოცვა მექრუჰია.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=