MUHTASAR İLMİHAL
96 ისთიბრა: მამაკაცის მიერ მოშარდვის შემდეგ, შარდსადენი მილის სრულად გასუფთავებაა. ეს კი დახველებით, გვერდზე გადახრითა და დაყრდნობით, რამდენიმე ნაბიჯის გავლით(და სხვა ხერხებით)-აა შესაძლებელი. სეთრი ავრეთი ნამაზის მესამე პირობა სეთრი ავრეთია. ე.ი. ლოცვაში, დასაფარავი ადგილების დაფარვაა. ეს, სხეულის ის ნაწილებია რომლების სხვაზე ჩვენებაც და სხვების მიერ შეხედვაც ჰარამია. კაცებისთვის ეს ჭიპიდან მუხლების ჩათვლითაა. ქალებისთვისკიმაჯებამდეხელები, კოჭებამდე ფეხები და პირისახის გარდა მთელი სხეულია ისთიყბალი ყიბლე (ყიბლისკენ მიბრუნება) ნამაზის მეოთხე პირობა ისთიყბალი ყიბლეა. ე.ი. ნამაზის ლოცვისას ყიბლეს (ქაბეს) მიმართულებითდგომა. ისთიყბალი ყიბლე ვინც მექქეში იმყოფება და ქააბეს ხედავს, მათთვის ზუსტად ქააბესკენ მიბრუნებაა. შორს მყოფებისათვის (ქააბეს ვინც ვერ ხედავს), ქააბეს მიმართულებით მიბრუნება საკმარისია. ვაქით ნამაზის მეხუთე პირობა ვაქით (დროა). ე.ი. ყველა ნამაზის თავის დროზე ლოცვაა. ნამაზის ყველა დრო კალენდრებში მოცემულია. დროის მოსვლამდე ნალოცი ნამაზი შესრულებულად არ ჩაითვლება.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=