MUHTASAR İLMİHAL

95 ნეჯასეთიდან თაჰარეთი (სიბინძურისგან გასუფთავება) ნამაზის (ლოცვის) მეორე პირობა ნეჯასეთიდან თაჰარეთია. ნამაზის სალოცავ ადგილზე, სხეულზე, ან ტანსაცმელზე ნამაზისათვის მიუღებელი სიბინძურე თუ არის, მისი გასუფთავებაა საჭირო. ნეჯასეთი ორნაირია: 1. მძიმე ნეჯასეთი (ღალიზა): ადამიანის წინიდან და უკნიდან გამოსული სიბინძურეები; ხორცი რომ არ იჭმება ისეთი ცხოველების შარდი, ფეკალები, დორბლი; ქათმის ბატისა და იხვის სკინტლი; სისხლი; ჩირქი; მენი; მეზი; ვედი; პირსავსე ღებინება; ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები. შარდის, სისხლის და ჩირქის მსგავსი სითხეები ხელის გულზე მეტი თუ იქნება, ხოლო ფეკალები (3,2 გრამზე) მეტი თუ იქნება - ნამაზს ხელს შეუშლის. სიბინძურეები ერთ ადგილას იქნება თუ ცალ- ცალკე მნიშვნელობა არ აქვს, დასუფთავება ფარძია. 2. მსუბუქი ნეჯასეთი (ხაფიფე): ცხენის შარდი; ისეთი შინაური და გარეული ცხოველების განავალი, რომელთა ხორცი იჭმება; ისეთი ფრინველების სკინტლი, რომელთა ხორცი არ იჭმება. თუ ამ სიბინძურეებით დასვრილია სხეულის რომელიმე ორგანო ან ტანსაცმლის 1/4 -ზე მეტი, ნამაზის ლოცვას ხელს შეუშლის და დასუფთავება ფარძია. ისთინჯა, ისთინყა, ისთიბრა ისთინჯა: ტუალეტის პროცესების შემდეგ სიბინძურის გამოსული ადგილების გასუფთავებაა. ისთინყა: ისთინჯაზედამატებითსისუფთავის გაკეთებაა. ე.ი. ჯერ მშრალი საგნით (ქაღალდით) სიბინძურის მოწმენდა, შემდეგ წყლით დაბანა და შემდეგ გამშრალებაა.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=