MUHTASAR İLMİHAL
94 ჰაიზიანი და ნიფასიანი რის გაკეთება არ შეიძლება (ჰარამია) 1. ნამაზის ლოცვა. ჰაიზიანი და ნიფასიანი ქალები ნამაზს ვერ ილოცავენ. ჰაიზისა და ნიფასის დროს გამოტოვებული ნამაზები შემდეგში არ ილოცვება (ანაზღაურება არ არის საჭირო). თილავეთისა და შუქურის სეჯდეც არ კეთდება. მაგრამ თუ სურვილი აქვს, შეუძლია ნამაზის დროის მოსვლისას სალოცავზე დაჯდეს და თესბიხები (ესთეღფირულლაჰ, სუბხაანელლაჰ, ელხამდელილლაჰ და სხვა) იკითხოს. 2. მარხვა. ჰაიზიანი და ნიფასიანი მარხვა დაუშვებელია. მაგრამ დროის გასვლისა და გასუფთავების შემდეგ, ხელსაყრელ დროს უწყვეტად ან ნაწილნაწილ რამაზნის მარხვის გამოტოვებულ დღეებს აანაზღაურებს. 3. ყურანიდან რომელიმე აიეთის კითხვა. მხოლოდ ვედრების აიათები და დუა აიათები დუის ნიეთით იკითხება. ბრძანებისა და ამბის გადმომცემი აიათები დუის ნიეთითაც რომ იყოს, არ იკითხება. 4. ყურანი ქერიმზე შეხება - ყურანი ქერიმის ან რომელიმე აიეთის ხელში აღება დაუშვებელია. ქაღალდზე, ტილოზე ან კედელზეც, რომ იყოს დაწერილი, შიშველი ხელით ვერ შეეხება. რაიმე საგნით ან ნაჭრით შეხება დაშვებულია. ჩაცმულიტანსაცმლისბოლოთიშეხება კითახრიმენმექრუჰია. 5. ჯამეში ან მესჯიდში შესვლა. 6. ქააბეს ირგვლივ ტავაფის შესრულება. 7. მეუღლესთან სქესობრივი კავშირის დამყარება. 8. ქმრის მიერ, ქალის ჭიპიდან მუხლებამდე შიშველ სხეულზე შეხება (მოფერება) დაუშვებელია. ჰაიზიანი და ნიფასიანი მეუღლესთან ერთ ლოგინში დაწოლა შეიძლება, საჭმლის გაკეთებაც შეიძლება.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=