MUHTASAR İLMİHAL

93 დაიბანოს და ლოცვა და სხვა ღიბაადეთი გააგრძელოს. ნიფასის ხანგრძლივობა მშობიარობიდან არაუმეტეს 40 დღეა. თუ ქალს ტყუპები შეეძინება, ნიფასის დრო პირველი ტყუპის დაბადებიდან განისაზღვრება. ყველა ქალისთვის ჰაიზის დღეების რაოდენობა განსაზღვრულია. თუ ამ დროის განმავლობაში ზოგ დღეს სისხლდენა არ აქვს, მაინც ჰაიზიანად ითვლება. მაგ: თუ ჰაიზიხუთიდღეა, მაგრამ მესამე ან მეოთხედღეს სისხლდენა შეწყდა, ეს დღეებიც ჰაიზიანად ითვლება. ჰაიზის დამთავრების ნიშნად გამონადენის გათეთრებაა საჭირო. გამონადენი შეიძლება იყოს როგორც სისხლის ფერი, ასევე მიწის ფერი, მწვანე, ყვითელი და შავიც. ზოგიერთი ქალის მენსტრუაციის დღეთა რაოდენობა ცვალებადია. მაგ: შეიძლება ერთ თვეს იყოს 6 დღე, მეორე თვეს 5 დღე. ამ შემთხვევაში სისხლდენის შეწყვეტის დღეს ქალი გასუფთავდება, ნამაზს ილოცავს, იმარხავს, მაგრამ ჰაიზისდროის გასვლამდე ქმართან სქესობრივი კავშირისგან თავს შეიკავებს. ზოგიერთი ქალის მენსტრუაციის დღეთა რაოდენობა უცვლელია. მაგალითად, შეიძლება იყოს ექვსი, შვიდი, ან ცხრა დღე... ციკლის ხანგრძლივობა პირველი ციკლიდან განისაზღვრება. ე.ი. გოგოს პირველი მენსტრუაცია თუ 7 დღე გაგრძელდა, მისი მენსტრუაციის ხანგრძლივობა 7 დღით განისაზღვრება. ზოგჯერქალებისმენსტრუაციისხანგრძლივობაიცვლება. მენსტრუაციის დღეთა რაოდენობის განსაზღვრისთვის, ორჯერ ზედიზედ ხანგრძლივობა აიღება. მაგ: ყოველ თვეს ექვსდღიანიხანგრძლივობის მქონე ქალს, ზედიზედორთვეს თუ 8 დღე მენსტრუაციის ხანგრძლივობა ექნება, მაშინ მისი მენსტრუაციის დღეთა რაოდენობა 8 დღით განისაზღვრება.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=