MUHTASAR İLMİHAL

92 ქალებისათვის დამახასიათებელი მდგომარეობა ქალებისათვის დამახასიათებელი სამი მდგომარეობა არსებობს: 1. - ჰაიზი; 2. - ნიფასი; 3. - ისთიჰააზა. 1. ჰაიზი (მენსტრუაცია) - ზრდასრულ ქალებში საშვილოსნოდან ყოველთვიურად გარკვეულ პერიოდში სისხლდენას ნიშნავს. ეს მოწიფულობის პერიოდიდან (არანაკლებ 9 წლიდან) იწყება და 55 წლამდე გრძელდება. 2. ნიფასი - მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოდან სისხლდენას ნიშნავს. 3. ისთიჰააზა - ჰაიზისა და ნიფასის გარდა, საშვილოსნოდან სისხლდენას ნიშნავს. ანუ სისხლდენას რომელიც ჰაიზის დროს სამ დღეზე ნაკლები ან 10 დღეზე მეტი ხნით, ან კიდევ ნიფასის დროს 40 დღეზე მეტი ხნით სისხლდენას ნიშნავს. ასეთი მდგომარეობა, არც ლოცვას და არც მარხვას ხელს არ უშლის. ყოველი ნამაზის დროს აბდესს აიღებს და ნამაზს ილოცავს. ეს ცხვირიდან სისხლდენის მსგავსია. ჰაიზის ყველაზე მცირე პერიოდი სამი დღე-ღამე და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ათი დღე-ღამეა (ათ დღეზე მეტს თუ გაგრძელდება, მაშინ ეს ავადმყოფობად ითვლება). ორ ციკლს შორის პერიოდს "ტუჰური" (სისუფთავის პერიოდი) ჰქვია, რომელიც არანაკლებ 15დღეა. სისუფთავის ყველაზე დიდი პერიოდი კი განსაზღვრული არ არის. ქალი შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში უჰაიზო, ე.ი. სუფთა იყოს. ნიფასის ყველაზე მოკლე პერიოდისთვის საზღვარი არ არის დადგენილი. ზოგიერთ ქალს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა მალე უწყდება. ასეთ შემთხვევაში უნდა

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=