MUHTASAR İLMİHAL
91 მესის მომშლელი ფაქტორებია: 1. მესჰის გაკეთების შემდეგ, მესის ფეხიდან გაძრობა. 2. მესებიანი რომელიმე ფეხის უმეტესი ნაწილის დასველება . 3. მესჰის დროის გასვლა (სეფერის გარეშე 24 და მგზავრისა და სტუმრისთვის 72 საათი). ჭრილობაზე მესჰი მოტეხილი, ამოვარდნილი, ჭრილობაზე შეხვეული, ან თაბაშირში ჩასმული ორგანოს დაბანვა თუ შეუძლებელია, შეხვეულის უმეტეს ნაწილზე მესჰი კეთდება. თუ მესჰის გაკეთება საზიანო იქნება, მაშინ ესეც არ კეთდება. შეხვეულზე მესჰი, მესების მსგავსად დროით არ განისაზღვრება. ჭრილობის მორჩენამდე მესჰის გაკეთება დაშვებულია. შეხვევის წინ აბდესიანი ყოფნა სავალდებულო არ არის. მესჰის შემდეგ თუ შეხვეული გაიხსნება, ან მოიშვებს და ჭრილობიდან გადაიწევს, ან მესჰის შემდეგ თუ სახვევის ზევიდან სახვევის დამატება დაჭირდება, ხელმეორედ მესჰი არ საჭიროებს. თუ ერთი ფეხი შეხვეული აქვს, მაშინ მეორე ფეხი დაიბანება, შეხვეულზე კი მესჰი გაკეთდება.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=