MUHTASAR İLMİHAL
90 მესებზე მესჰის გაკეთება აბდესის აღებისას ფეხზე ჩაცმულ მესებზე მესჰის გაკეთება დაშვებულია. ამისათვის შემდეგი პირობების დაცვაა საჭირო: 1. მესები აბდესიანზე უნდა იყოს ჩაცმული; 2. მესები ფეხზე ისე უნდა იყოს მორგებული რომ ქუსლსა და კოჭებსაც ფარავდეს. მისით არანაკლებ 12000 ნაბიჯის (დაახლოებით 5 კმ-ის) გავლა უნდა შეიძლებოდეს. 3. მესები სამი (ნეკა) თითის ტოლად გახეული ან გახვრეტილი არ უნდა იყოს; 4. წყალს არ უნდა ატარებდეს და იმდენად სქელი უნდა იყოს რომ შეუკვრელად ფეხზე უნდა ჩერდებოდეს; 5. თუ ფეხის ტერფი მოჭრილი აქვს, ხელის სამი თითის ტოლი მაინც უნდა იყოს დარჩენილი. (თუ ერთი ფეხი მოჭრილი აქვს, მეორე ფეხზე მესჰს ვერ გააკეთებს.) მესებზე სამი თითის ტოლ ფართობზე სველი ხელით შეხება ფარძია. დასველებული და გაშლილი თითებით, ფეხის თითების წვერებიდან ტერფის მიმართულებით მესჰის გაკეთება კი სუნნეთია. მესჰის მომშლელი ფაქტორები აბდესის მომშლელი ფაქტორები მესჰსაც მოშლის. თუ მესჰის ხანგრძლივობის დრო არ არის გასული, აბდესის აღების დროს მესებზე მესჰის გაკეთება შეიძლება.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=