MUHTASAR İLMİHAL

81 თეიემმუმი თეიემმუმი ისეთ ადგილზე სადაც წყალი არ მოიპოვება ან გამოყენება შეუძლებელია, ნიეთის შესრულებით მიწაზე ან მიწური წარმოშობის საგანზე ხელების ორჯერ შეხებას და ჯერ სახეზე, შემდეგ კი მკლავებზე მოსმას ნიშნავს. თეიემმუმის ფარძები თეიემმუმის ფარძი ორია: 1 - ნიეთი, 2 - ხელების მიწაზე ორჯერ შეხება და მესჰი. როგორ კეთდება თეიემმუმი პიროვნება ღუსლისათვის ან აბდესის აღებისათვის თუ წყალს ვერ ნახავს ან სხვადასხვა (ავადმყოფობის, მტრის საშიშროების და სხვა) მიზეზის გამო ვერ გამოიყენებს, თეიემმუმს გააკეთებს. თეიემმუმი შემდეგნაირად კეთდება: თეიემმუმის დაწყებისას ნიეთი კეთდება. ეღუზუ-ბისმილა ითქმება. ორივე ხელის გაშლილი თითებით მიწას ან მიწური წარმოშობის საგანს შეეხება, და ხელებს წინ და უკან ამოძრავებს (სურათი 1). ხელების აღების შემდეგ, ერთმანეთზე მსუბუქად მირტყმით ზედმეტ მტვერს ჩამოიცილებს (სურათი 2), ორივე ხელს, როგორც აბდესის აღებისას, მთელი სახის ყველა ნაწილზე (წარბებს შორის და თვალების ჩათვლითაც) მოისვამს (სურათი 3), ხელებით კვლავ მიწას შეეხება და წინ-უკან ამოძრავებს. ზედმეტი მტვერის მოსაცილებლად ხელებს ისევ ერთმანეთზე მსუბუქად მიარტყამს. მარცხენა ხელის ცერა თითის განცალკევებით, თითების შიგნითა ზედაპირით, მარჯვენა ხელის ზურგზე თითის წვერებიდან იდაყვამდე მოისვამს (მესჰს გააკეთებს) (სურათი 4), მარცხენა ხელის ცერა და ნეკი თითით გააკეთებს რკალს და მოისვამს მარჯვენა მკლავის

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=