MUHTASAR İLMİHAL

80 პიროვნებას რომელსაც კბილი გადაკვრული ან დაპლომბილი აქვს, ღუსლის აბდესის აღებისას მისი მხოლოდ გარეთა ნაწილის დაბანა საკმარისია. მაგრამ თუკი მოსახსნელი პროთეზი ექნება, მისი გამოღება და პირის კარგად გამოვლებაა საჭირო. დაპლომბილი და გადაკვრული კბილის საკითხი ჭრილობის სახვევზე მესჰის მსგავსია. როგორც შეხვეული ჭრილობის გახსნა და დაბანა აუცილებელი არ არის, ასეთნაირად დაპლომბილი და გადაკვრული კბილის შიგნითა ნაწილის დაბანაც აუცილებელი არ არის. კბილის დაპლომბვის საკითხი გაფუჭებულიანმოტეხილიკბილისდაბჟენა(დაპლომბვა) და გადაკვრა დაშვებულია, მაგრამ უმიზეზოდ, მხოლოდ სილამაზისთვის გადაკვრა დაშვებული არ არის. ხანეფი მეზჰების მუჯთეჰიდებიდან იმამი მუხამმედის (რახ.) მიხედვით მორყეული კბილის ოქროს მავთულით დამაგრება და ამოღებული კბილის ნაცვლადოქროს კბილის ჩასმა დაშვებულია. იმამი აღზამ ებუ ხანიფეს მიხედვით კბილზე ოქროს გადაკვრა დაშვებული არ არის, ვერცხლი კი დაშვებულია. იმამი ებუ იუსუფსაც იმამი მუხამმედის (რ.ანჰუმა) მსგავსად უბრძანებია. ოქროს გადაკვრის საკითხში შეგვიძლია იმამი მუხამმედის იჯთიჰადით ვიმოქმედოთ. სწავლულებს ფეტვა იმამი მუხამმედისა და იმამი ებუ იუსუფის იჯთიჰადის (გადაწყვეტილების) მიხედვით გაუციათ. გამარტივების მიზნით, რელიგიურად მიუღებელ რამეზე დაშვებულიაო ვერ ვიტყვით, ასევე რელიგიურად დაშვებულ რამეზე ეს დაუშვებელიაო ვერ ვიტყვით და ვერ გავართულებთ.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=