MUHTASAR İLMİHAL
79 ღუსლის აბდესი როგორ აიღება სუნნეთის მიხედვით ღუსლის აბდესი ასე აიღება: 1. ნიეთი გაკეთდება. ხელები დაიბანება. პირველ რიგში (სუფთაც რომ იყოს) სასქესო ორგანოები დაიბანება. 2. ბისმილით ნამაზის აბდესის მსგავსად აბდესი აიღება. თუ ფეხებთან წყალი გროვდება, ფეხები ბოლოს დაიბანება, თუ არა და ფეხების დაბანაც საჭიროა. 3. ამ აბდესის აღებისას პირისა და ცხვირის გამოვლების დროს წყალი ბლომად მიიცემა. ამრიგად ღუსლის დროს პირში და ცხვირში ბლომად წყლის მიცემის ფარძიც შესრულებული იქნება. 4. თავზე სამჯერ წყალი დაისხმება და დაიბანება. დაბანისას თმის, ულვაშის და წვერის ქვეშაც წყალი უნდა გატარდეს და დასველდეს. 5. მარჯვენა მხარზე წყალი სამჯერ დაისხმება და დაიბანება. 6. მარცხენა მხარზე წყალი სამჯერ დაისხმება და დაიბანება. მთელი სხეული (ჭიპის ღრუს ჩათვლით), გულდასმით დაიბანება. ღუსლის აბდესი და კბილის გადაკვრის საკითხი გამომდინარე იქიდან რომ ხანეფი მეზჰების მიხედვით პირი და ცხვირი სხეულის გარე ნაწილებად ითვლება, ღუსლის აბდესის აღებისას მათიდაბანა (პირისადა ცხვირის წყლით გამოვლება) ფარძია. შაფი მეზჰების მიხედვით კი სუნნეთია.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=