MUHTASAR İLMİHAL
62 აბდესი როგორ აიღება 1. თუ შესაძლებელია ყიბლისკენ მიბრუნებით, შემაღლებულ ადგილზე დაჯდომით, გულით აბდესისათვის ნიეთი გაკეთდება და ეღუზუ ბისმილით დაიწყება ; 2. ხელები მაჯებამდე დაიბანება, თითები გადაჭდობით დაიბანება (თითები ერთმანეთს შორის მოისმება), ბეჭდის ქვეშ წყალი გატარდება. (სურათი 1); 3. თუ გვაქვს მისვაქით, თუ არა ცერი და საჩვენებელი თითით კბილები გაიწმინდება (სურათი 2). პირი ორჯერ კიდევ გამოივლება; 4. ბისმილით პირში წყალი 3-ჯერ გამოივლება (სურათი 3); 5. ბისმილით ცხვირში წყალი 3-ჯერ მიიწოდება (სურათი 4). თუ მარხული არ არის, წყალი ცხვირში ღრმად მიიწოდება და მარცხენა ხელით მოიწმინდება. 6. თმების დასაწყისიდან ნიკაპის ბოლომდე და ყურების ბიბილოებამდე პირსახე სამჯერ დაიბანება (სურათი 5), წარბების ძირები უნდა დასველდეს; 7. ბისმილით მარცხენა ხელით მარჯვენა მკლავი იდაყვის ჩათვლით სამჯერ დაიბანება, ასევე მარჯვენა ხელით მარცხენა მკლავი დაიბანება (სურათი 6-7); 8. ბისმილით მარჯვენა ხელით თავის ოთხი ნაწილიდან ერთზე მესჰი გაკეთდება (სურათი 8). შემდეგ საჩვენებელი თითით ყურის შიგნითა ნაწილი და ცერა თითით ყურის უკანა ნაწილის მესჰი კეთდება, (სურათი 9) ცერი და საჩვენებელი თითის გარდა დანარჩენი სამი თითით კისრის მესჰი კეთდება (სურათი 10).
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=