MUHTASAR İLMİHAL

61 5. აბდესის აღებისას ძალიან ცოტა, ან ზედმეტი წყლის გამოყენება. 6. აბდესის აღებისას ლაპარაკი; 7. აბდესის სუნნეთების შეუსრულებლობა. აბდესის მომშლელი ფაქტორები 1. საპირფარეშოს პროცესები და სასქესო ორგანოებიდან სისხლის, ჩირქის, სპერმის და სხვა სახის გამონადენი; 2. ორგანიზმიდან სისხლის, ჩირქის ან ყვითელი სითხის გამოსვლა; 3. პირსავსე ღებინება; 4. ჭკვიდან შეშლა; 5. სიმთვრალე; 6. ბნედა; 7. ორგანიზმიდან გაზების გამოყოფა; 8. მიყრდნობით, დაწოლით, ფეხების გამოწევით ჩათვლემა, (თუ საჯდომი ძირს არის შეხებული აბდესი არ იშლება, თუ ძირს არ არის შეხებული იშლება) 9. თუ პიროვნება ნამაზის ლოცვისას გაიცინებს ნამაზი მოიშლება, და თუ გვერდზე მდგომის გაგონების დონეზე გაიცინებს აბდესიც მოიშლება; 10. კბილებიდან გამომავალი სისხლი თუ ნერწყვის რაოდენობისაა, ან ნერწყვს აღემატება აბდესი მოიშლება. თუ ნაკლებია აბდესი არ მოიშლება. ფრჩხილების მოჭრით და პირის გაპარსვით აბდესი არ მოიშლება მაგრამ დაბანა საჭიროებს.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=