MUHTASAR İLMİHAL
59 ჰადესიდან თაჰარეთი ნამაზის ლოცვის გარეთა პირობებიდან პირველი ჰადესიდან თაჰარეთია. ჰადესი ორნაირია: პატარა ჰადესი- უაბდესო ყოფნა. დიდი ჰადესი- ჯუნუბობა, ასევე ნიფასი (მშობიარობის შემდეგი პერიოდი - ლოგინობის ხანა) და ჰაიზი (მენსტრუაცია). პიროვნებამ, ნამაზის ლოცვამდე თუ უაბდესოა აბდესი უნდა აიღოს, თუ ჯუნუბია ღუსლის აბდესი უნდა აიღოს, ესეიგი მთელი ტანი გულდასმით უნდა დაიბანოს. ქალების მენსტრუაციისა და ლოგინობის ხანის გასვლის შემდეგ ღუსლის აბდესის აღება (ტანის დაბანა) აუცილებელია (ფარძია). აბდესი აბდესი სხეულის კონკრეტული ორგანოების წესისამებრ დაბანით და მესის გაკეთებით შესასრულებელი რელიგიური სისუფთავეა. უაბდესოდ ადამიანი ნამაზს ვერ ილოცავს, ქააბეს ტავაფს ვერ გააკეთებს, ყურანი ქერიმს ვერ შეეხება. აბდესის ფარძები 1. პირსახის დაბანა; 2. მკლავების იდაყვების ჩათვლით დაბანა; 3. თავის ოთხი ნაწილიდან ერთ-ერთზე მესჰის გაკეთება (სველი ხელით შეხება); 4. ფეხების კოჭების ჩათვლით დაბანა.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=