MUHTASAR İLMİHAL
251 კითხვა: სეჰვი სეჯდეს აუცილებლობის რამდენიმე შემთხვევას ჩამოთვლი? პასუხი: ჩამოვთვლი: ზემმი სურეს დავიწყების შემთხვევაში; ვითირ ნამაზის დროს ყუნუთის თექბირის ან ყუნუთის დუების, ან ორივეს დავიწყების შემთხვევაში. ოთხ რექაღათიანი ნამაზის ლოცვისას, მეორე რექათზე დაჯდომის დროს ეთთეხიათის შემდეგ, დავიწყებით სალლი ბარიქ დუების თუნდაც ნაწილის (ელლაჰუმმე სალლი ღელაა მუხამმედ) კითხვის შემთხვევაში, რითაც მესამე რექაღათი დაგვიანდა. კითხვა: რა ეწოდება იმ ძვირფას ღამეებს, რომლებსაც განსაკუთრებით ღვთისმსახურებით ვატარებთ? პასუხი: ყანდილის ღამეები. კითხვა: რამდენი ყანდილია? პასუხი: 5 ყანდილია: 1- მევლუდ ყანდილი; 2 - რეღაიბ ყანდილი; 3 - მირაჯ ყანდილი; 4 - ბერათ ყანდილი; 5 - ყადირის ღამე. კითხვა: მევლუდ ყანდილი რა არის? პასუხი: ხზ. ფეიღამბრის (ს.ა.ვ.) დაბადების ღამეა. კითხვა: რეღაიბ ყანდილი რა არის? პასუხი: ხზ. ემინეს ხზ. ფეიღამბერზე ფეხმძიმობის გრძნობის ღამეა.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=