MUHTASAR İLMİHAL

250 კითხვა: ეს ნამაზები რამდენი რექაღათია (მუხლია)? პასუხი: დილის ნამაზი 4 რექაღათია. ორი სუნნეთი, ორი ფარძი. ჯერ სუნნეთი ილოცება, შემდეგ ფარძი. შუადღის ნამაზი 10 რექაღათია. 4 პირველი სუნნეთი, 4 ფარძი და 2 ბოლო სუნნეთი. იქინდი ნამაზი 8 რექაღათია. 4 სუნნეთი და 4 ფარძი. საღამოს ნამაზი 5 რექაღათია. 3 ფარძი და 2 სუნნეთი. იასი ნამაზი 13 რექაღათია. 4 პირველი სუნნეთი, 4 ფარძი, 2 ბოლო სუნნეთი და 3 ვითირ ნამაზი, ეს ვაჯიბია. დღეში სულ 40 რექაღათი ნამაზია. კითხვა: ნამაზის დროს ზემმი სურე თუ დაგვავიწყდა როგორ უნდა მოვიქცეთ? პასუხი: სეჰივ სეჯდე უნდა გავაკეთოთ. კითხვა: რა შემთხვევაში კეთდება სეჰივ სეჯდე? პასუხი: სეჰივ სეჯდე კეთდება ვაჯიბის გამოტოვების ან დაგვიანების,ფარძისკიმხოლოდდაგვიანებისშემთხვევაში. კითხვა: თუ სეჰივ სეჯდე არ გაკეთდა რა იქნება? პასუხი: ნამაზი არასრულყოფილი იქნება. კითხვა: სეჰივ სეჯდე როგორ კეთდება? პასუხი: მარტოდ მლოცველი ეთთეხიათის წაკითხვის შემდეგ ორივე მხარეს (იმამი მხოლოდ მარჯვენა მხარეს) სელამს მისცემს, ორჯერ მიყოლებით სეჯდეს გააკეთებს დაჯდება ეთეხიათს, ელლაჰუმმე სალლი, ელლაჰუმმე ბარიქს და სხვა დუებს იკითხავს და სელამს მისცემს.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=