MUHTASAR İLMİHAL

249 კითხვა: თეიემმუმის ფარძი რამდენია? პასუხი: ორია: 1. ნიეთი; 2. ხელების მიწაზე ორჯერ შეხება და მესჰი. კითხვა: თეიემმუმი როგორ კეთდება? პასუხი: თეიემმუმის დაწყებისას ნიეთი კეთდება. ორივე ხელით სუფთა მიწას შევეხებით, ჯერ სახეზე მოვისვამთ, შემდეგ კვლავ მიწას შევეხებით და ჯერ მარცხენა ხელით მარჯვენა მკლავზე, შემდეგ მარჯვენა ხელით მარცხენა მკლავზე მესჰს გავაკეთებთ. კითხვა: ნამაზის ფარძი რამდენია? პასუხი: თორმეტია: 6 შიგნითა და 6 გარეთა. კითხვა: გარეთა ფარძები რომელია? პასუხი: ჰადესიდან თაჰარეთი, ნეჯასეთიდან თაჰარეთი, სეთრი ავრეთი, ისთიყბალი ყიბლე, ვაქით, ნიეთი. კითხვა: შიგნითა ფარძები რომელია? პასუხი: იფთითახ თექბირი, ყიამი, ყირაათი, რუქუღი, სეჯდე, ყაადეი ახირე (ეთთეხიათის კითხვის ტოლი დროით დაჯდომა). კითხვა: დღეში რამდენი ნამაზია? პასუხი: დღეში 5 დროის ნამაზია: დილის ნამაზი, შუადღის ნამაზი, იქინდი ნამაზი, საღამოს ნამაზი და იასი ნამაზი.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=