MUHTASAR İLMİHAL
247 კითხვა: ნამაზის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევა რამდენია? პასუხი: სამია. კითხვა: ჩამოთვლი? პასუხი: ჩამოვთვლი: 1 - ძილი, 2 - ომში ბრძოლისას დროის უქონლობა, 3 - დავიწყება. კითხვა: ოცდათორმეტ ფარძს ჩამოთვლი? პასუხი: ჩამოვთვლი: 6 იმანის პირობა; 5 ისლამის პირობა; 4 აბდესის ფარძი; 3 ღუსლის ფარძი; 2 თეიემმუმის ფარძი; 12 ნამაზის ფარძი. კითხვა: იმანის პირობები რომლებია? პასუხი: ალლაჰუ თეღალას არსებობასა და ერთობაზე; მელაიქებზე; ქითბებზე; ფეიღამბრებზე; ახირეთის დღეზე; ბედისწერაზე, ყოველივე კარგისა და ცუდის ალლაჰუ თეღალას მიერობაზე დაჯერება. კითხვა: ისლამის პირობები რამდენია? პასუხი: ხუთი: 1-ქელიმეი შეჰადეთის (სიტყვით დამოწმების) წარმოთქმა; 2-ნამაზის ლოცვა; 3-მარხვა; 4-ზექათის გაცემა; 5-ჰაჯობაზე წასვლა. კითხვა: აბდესის ფარძი რამდენია? პასუხი: ოთხია: 1. პირსახის დაბანა; 2. მკლავების იდაყვების ჩათვლით დაბანა; 3. თავის ოთხი ნაწილიდან ერთ-ერთზე მესჰის გაკეთება (სველი ხელით შეხება); 4. ფეხების კოჭების ჩათვლით დაბანა.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=