MUHTASAR İLMİHAL

244 კითხვა: ხზ. მუხამმედ მუსტაფა (ს.ა.ვ.) რომელ წელს დაიბადა და რომელ წელს გარდაიცვალა? პასუხი: ხზ. ფეიღამბერი (ს.ა.ვ.) ჩვენი წელთაღრიცხვით 571 წელს რებიულ ევველი თვის მეთორმეტე ღამეს, ორშაბათს დაიბადა და რებიულ ევველი თვის მეთორმეტე დღეს 632 წელს გარდაიცვალა. კითხვა: ხზ. ფეიღამბერმა მექქეი მუქერრემედან მედინეი მუნევვერეში ჰიჯრეთი როდის გააკეთა? პასუხი: ჩვენი წელთაღრიცხვით 622 წელს ჰიჯრეთი გააკეთა (გადასახლდა). აქედან იწყება მუსლიმანური წელთაღრიცხვა. კითხვა: მელაიქი რა არის? პასუხი:ალლაჰუთეღალასმიერნურისგან(სინათლისგან) გაჩენილი, სასურველ ფორმაში შემსვლელი და ყოველთვის იბადეთის გამკეთებელიუცოდვილო არსებაა. კითხვა: ოთხი დიდი მელაიქი რომელია? პასუხი: ჯებრაილ, მიქაილ, ისრაფილდა აზრაილ (ა.ს.)-ია. კითხვა: ოთხი დიდი ქითაბი (წიგნი) რომელია და რომელ ფეღამბერს მიეცათ? პასუხი: თევრათი ხზ. მუსა (ა.ს.)-ს, ზებური ხზ. დავუდ (ა.ს.)-ს, ინჯილი ხზ. ისა (ა.ს.)-ს, ყურანი ქერიმი ჩვენ ფეიღამბერს ხზ. მუხამმედ (ს.ა.ვ.)-ს.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=