MUHTASAR İLMİHAL
243 კითხვა: ხზ. ფეიღამბრის ყველაზე ცნობილიდა ძვირფასი შვილიშვილები რომლებია? პასუხი: ხზ. ხასანი და ხზ. ხუსეინი (რ.ღენჰუმა). კითხვა: ესენი ვისი შვილებია? პასუხი: ხზ. ალის და ხზ. ფატიმას. კითხვა: ვის შეიძლება ეწოდოს ფეიღამბერი? პასუხი: ფეიღამბერი ალლაჰუ თეღალას ბრძანებების ადამიანებამდე უნკალოდ მიტანისათვის ალლაჰუთეღალას მიერ მოვლენილი პირია. კითხვა: ალლაჰუ თეღალას მიერ კაცობრიობაზე გამოგზავნილი ფეიღამბრების რაოდენობა რამდენია? პასუხი: ხზ. ფეიღამბრისგან ერთი გადმომცემის მიხედვით 124.000, სხვა გადმომცემის მიხედვით 224.000. კითხვა: ყურანი ქერიმში რამდენი ფეიღამბრის სახელია მოხსენებული? პასუხი: ოცდარვა. კითხვა: მათ სახელებს ჩამოთვლი? პასუხი: დიახ ჩამოვთვლი: ადემ, იდრის, ნუჰ, ჰუუდ, საალიჰ, იბრააჰიმ, ლუუტ, ისმააილ, ისხააყ, იააყუბ, იუუსუფ, ეიიუბ, შუააიბ, მუუსაა, ჰაარუუნ, დაავუდ, სულეიმან, ილიას, ელიასა, ზულქიფლ, იუნუს, ზექერიია, იახია, იისაა, უზეირ, ლოყმან, ზულყარნეინ და ხზ. მუხამმედ მუსტაფა (ს.ა.ვ.). ზოგიერთი სწავლულის მიხედვით უზეირი, ლოყმანი და ზულყარნეინი (ა.ს.) ევლიები არიან.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=