MUHTASAR İLMİHAL

242 კითხვა: ხზ. ფეიღამბრის მეუღლეების სახელებს ჩ ა მოთვლი? პასუხი: ჩამოვთვლი: 1. ხზ. ხატიჯე; 2. ხზ. სევდე; 3. ხზ. აიშე; 4. ხზ. ჰაფსა; 5. ხზ. ზეინებ ბინთი ხუზეიმე; 6. ხზ. უმმუ სელემე; 7. ხზ. ზეინებ ბინთი ჯაჰში; 8. ხზ. ჯუვეირიე; 9. ხზ. უმმუ ხაბიბე; 10. ხზ. საფიე; 11. ხზ. მეიმუნე; 12. ხზ. მარიიე (რადიელლააჰუ ღენჰუნნე) ხზ. ხატიჯე ჩვენი ფეიღამბრის პირველი მეუღლეა. ის ფეიღამბერზე 15 წლითუფროსი იყო. ფეიღამბერთან ერთად 25 წელი იცოცხლა. კითხვა: ფეიღამბრის 53 წლის შემდეგ დაქორწინების ზოგიერთ მიზეზს ჩამოთვლი? პასუხი: ხზ. ფეიღამბერი -სხვადასხვა ტომის ისლამთან დაახლოების მიზნით; -ცოლების საშუალებით ქალებისათვის საჭირო საკითხების სწავლების მიზნით; -ზოგიერთის ნამუსის დაცვისა და მფარველობის მიზნით დაქორწინდა. ძირითადი მიზანი მეუღლეების საშუალებით ისლამის გავრცელებაა. კითხვა: ხზ. ფეიღამბრის ბოლო გარდაცვლილი მეუღლე რომელია? პასუხი: ხზ. უმმუ სელემე (რ. ღენჰა.) კითხვა: ამქვეყნად მოსულ და მოსასვლელ ადამიანებს შორის ყველაზე ძვირფასი ვინ არის? პასუხი: ხზ. ფეიღამბერი მუხამმედ მუსტაფა (ს.ა.ვ.)-ია.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=