MUHTASAR İLMİHAL

238 კითხვა: შენ ვინ გაგაჩინა? პასუხი: ალლაჰუ თეღალამ. კითხვა: შენ ვისი მორჩილი ხარ? პასუხი: ალლაჰუ თეღალას მორჩილი ვარ. კითხვა: რომ გკითხონ "ღმერთი რამდენია," რა პასუხს გასცემ? პასუხი: ვუპასუხებ რომ ღმერთი ერთია. კითხვა: ალლაჰუ თეღალა, რომ ერთია ამის დამამტკიცებელი რა არის? პასუხი: ყურანიდან იხლასის სურას პირველი აიეთია. კითხვა: ამის მნიშვნელობა რა არის? პასუხი: "შენ თქვი, (რომ ეი ჩემო ძვირფასო! ფეიღამბერო) ’ალლაჰუ თეღალა ერთია“. კითხვა: ალლაჰუ თეღალას ერთობის დამამტკიცებელი ლოგიკური არგუმენტი რა არის? პასუხი: ამ სამყაროს არსებობა, სამყაროში არსებული წონასწორობა და ამ წონასწორობის გაგრძელება. კითხვა: ალლაჰუ თეღალას ზაათის (პიროვნულობის) მიმართ ფიქრი შეიძლება? პასუხი: არ შეიძლება. იმიტომ, რომ ჭკუა ალლაჰუ თეღალას ზაათის მიმართ უსუსურია. მხოლოდ მისი თვისებების მიმართ ფიქრი შეიძლება.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=