MUHTASAR İLMİHAL

215 საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ საკითხავი დუაَ اَلْحَمْدُ ِِ الّذ۪ى اَذْهَبَ عَنّا ا َْذٰى وَعَافَان۪ى مِنْ ذٰلِك ელხემდუ ლილლააჰილლეზიი ეზჰებე ღენნელ ეზაა ვე ღააფაანიი მინ ზაალიქ. მნიშვნელობა: მადლობა ალლაჰუ თეღალას, რომელმაც რაც მაწუხებდა მომაცილა და მისგან გამათავისუფლა. ვინც საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ამ დუას იკითხავს, საშარდე გზებისა და ნაწლავური დაავადებები არ დაემართება. საპირფარეშოში ორივე პროცესი ჩამჯდარი მდგომარეობით უნდა გაკეთდეს. საპირფარეშოში და აბანოში მარცხენა ფეხით შესვლა და მარჯვენათი გამოსვლაა საჭირო. სახლში და ჯამეში კი მარჯვენა ფეხით შესვლა და მარცხენათი გამოსვლაა საჭირო. ცუდი სიზმრის ნახვის შემდეგ შესასრულებელი ვედრება ვინც საშიშ სიზმარს ნახავს იმისათვის, რომ ცუდად არ ახდეს, ჰუველლაჰულლეზი... აიეთიდან დაიწყებს და ხაშრ სურას ბოლომდე იკითხავს. ერთ ფათიხას, 11 იხლასს იკითხავს, ხზ. ფეიღამბრის (ს.ა.ვ.) სულს აჩუქებს და იტყვის: ,,იარაბბი, თუ ეს ნანახი სიზმარი სასიკეთოა ამიხდინე, თუ საზიანოა სიკეთედ მიქციე. თუ სასიკეთოა ჩვენთვის, თუ საზიანოა მტრებისთვის იყოს.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=