MUHTASAR İLMİHAL
210 მუსლიმანების, საზოგადოების წინაშე არსებული მოვალეობები 1 - მეზობლის წინაშე არსებული მოვალეობა ოჯახის წევრებისა და ნათესავების შემდეგ, ჩვენთვის ყველაზე ახლოს მყოფი, მეზობლები არიან. მეზობლის ჰახი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გავუფრთხილდეთ და ხელით, ენით ან სხვაგვარი ქმედებით ისინი არ უნდა შევაწუხოთ. რადგან ხზ. ფეიღამბერი (ს.ა.ვ.) ბრძანებს: "მე ჯებრაილმა მეზობლის ჰახის შესახებ იმდენი რჩევა დარიგება მომცა, რომ მეგონა თითქოსდა მეზობელი მეზობლის ქონების მემკვიდრე გახდებოდა." 2 - სტუმრის წინაშე არსებული მოვალეობა ხზ. ფეიღამბერი (ს.ა.ვ.) ბრძანებს: "ვისაც ალლაჰუ თეღალასი და ახირეთის დღის სჯერა, სტუმარს პატივი სცეს." სადაც სტუმარი მივა იქ ხვავი და ბარაქა იმატებს. ერთერთ ხადისში ნაბრძანებია: "სტუმარი სახლში ათი წილით (ნასიბით) მივა, ერთ წილს შეჭამს და ცხრას იქ დატოვებს." ვისი სახლის პირობებიც ხელსაყრელია, ისლამის პრინციპებზე ყურადღების გამახვილებით, სტუმრის მიღება და გამასპინძლება ძალიან მნიშვნელოვანი მოვალეობაა.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=