MUHTASAR İLMİHAL

208 ჯიჰადი ჯიჰადი მხოლოდ უზენაესი ალლაჰის რელიგიის (ისლამის) გავრელებისათვის მთელი ძალისხმევით მსახურებაა. მუსლიმანი ყოველდღიური იბადეთის შესრულებასთან ერთად ჯიჰადითაც არის დავალებული. ბიდღათზე და მცდარი გზის მიმდევრებზე შებრძოლება, ასევე რწმენისა და ზნეობის განადგურების მცდელობაზე მთელი ძალისხმევით შეწინააღმდეგება ყველა მუსლიმანის ვალია. ჯიჰადი უზენაესი ალლაჰის სიტყვების (ყურანის) ამაღლებისათვის (ესეიგიქელიმეითევხიდისგავრცელებისა და მუსლიმანების რწმენის დაცვისათვის და ურწმუნოების მიერ ამ ძვირფასი რწმენის მიღებისათვის) სრულდება. ჭეშმარიტება და ცრურწმენა ერთმანეთს ყოველთვის ეწინააღმდეგება, ამიტომაც ჯიჰადი ყიამეთის დღემდე გაგრძელდება. ეს აშკარა ჯიჰადია, ასევე არსებობს ფარული ჯიჰადი, რომელიც პიროვნების მიერ საკუთარ ნეფსთან ბრძოლაა. ეს საკითხი თევბე სურას 41-ე აიეთის თეფსირში ასეა გადმოცემული: რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოთ, ახალგაზრდა იქნებით თუ მოხუცი, დაოჯახებული თუ დასაოჯახებელი, დასაქმებული თუ უმუშევარი, მარტივი იქნება თუ რთული ვისაც ძალა შეგწევთ ჯიჰადი შეასრულეთ. ფიზიკურად და მატერიალურად ვისაც რისი შესაძლებლობა გაქვთ, იმით ჯიჰადი შეასრულეთ. თუ თქვენ ამის შესახებ ცოდნა გექნებათ და ამის შესრულებით დაკავდებით თქვენთვისვე იქნება სასარგებლო. ეს აიეთი მიგვანიშნებს რომ ჯიჰადის შესრულება „ცოდნის მიღებითაც“ არის შესაძლებელი, რადგან მტერთან შებრძოლებამდე საკუთარ ნეფსს უნდა შევებრძოლოთ.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=