MUHTASAR İLMİHAL
207 ნეფსი ემმაარე ადამიანი შინაგანად ორნაირი ბუნებისაა. ერთი უზენაესი ალლაჰის ჯელალ (მრისხანება) სახელიდან გამომდინარეობს და ცხოველური ბუნება ჰქვია. მეორე კი უზენაესი ალლაჰის ჯემალ (წყალობა) სახელიდან გამომდინარეობს და (მელაიქური) კეთილი ბუნებაა. ეს ორი ძალა ადამიანში ერთმანეთს ებრძვის. ამ ორ ძალას თავისი მბრძანებელი ჰყავს. ცხოველური ბუნების მბრძანებელი ამქვეყნიური სურვილებისკენ მისწრაფებას კარნახობს და მისი მრჩეველი შეითანია. ხოლო კეთილი ბუნების მბრძანებლები მელაიქები არიან და ისინი იმქვეყნიური სურვილისაკენ არიან მიმართულნი. ცხოველური ბუნების სურვილი ჭამა-სმა და ამქვეყნიური სიამოვნებისაკენ მისწრაფებაა, ე.ი. ამქვეყნიური სიამოვნება რაც არის, მათგან ძალას მოიკრებს და კეთილ (მელაიქურ) ბუნებაზე უპირატესობას მოიპოვებს. მელაიქურ ბუნებას ზიქრი, იბადეთი, ალლაჰის ბრძანებების შესრულება და აკრძალულებისგან შორს ყოფნა სიამოვნებს. ამის შესრულებით ცხოველურ ბუნებაზე გაიმარჯვებს. ცხოველური ბუნება ცუდს კარნახობს და მას ,,ნეფსი ემმაარე“ ჰქვია. მელაიქური ბუნება კი კარგს კარნახობს და სიფათი სააფიე ჰქვია (როდესაც ადამიანი ამ თვისებას დაეუფლება, სრულყოფილი მორჩილი გახდება). როგორც ზემოთ აღინიშნა ადამიანის სხეულში ეს ორი ძალა ერთმანეთთან მუდმივ ჭიდილშია და რომელსაც უპირატესობა ექნება, ადამიანს ის მართავს.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=