MUHTASAR İLMİHAL

206 მიზნად უნდა დაისახოს, რომ კიდევ ერთხელ მსგავს ცოდვას აღარ ჩაიდენს. ჩადენილი ცოდვა მაშინვე უნდა მოინანიოს და სანაცვლოდ სიკეთე უნდა გააკეთოს. ასევე თუ ვინმეს რამეს დაუშავებს, პატიება უნდა სთხოვოს. ყველაზე დიდი ისთიღფარი (მონანიება) თესბიხ ნამაზია. თუ პიროვნების გული მაინც ცოდვებისკენ იქნება მიდრეკილი, მხოლოდ ენით შესრულებულ ისთიღფარს შედეგი არ ექნება. დიდი ისთიღფარიِ َسُبْحَانَ اللهِ وَبِحَمْدِه۪ سُبْحَانَ اللهِ الْعَظ۪يم اَسْتَغْفِرُ الله َ الْعَظ۪يمَ وَاَتُوبُ اِلَيْك სუბხაანელლააჰი ვე ბიხამდიჰიი სუბხაანელლააჰილ- ღეზიიმ ესთეღფირულლააჰ ელღეზიიმ ვე'ეთუუბუ ილეიქ. ვისაც დიდი ცოდვები აქვს ჩადენილი, მან შემდეგი დუა ბევრჯერ უნდა იკითხოს: اَللّهُمّ مَغْفِرَتُكَ اَوْسَعُ مِنْ ذُنُوب۪ى وَرَحْمَتُكَ اَرْجٰى عِنْد۪ىمِنْ عَمَل۪ى "ელლაჰუმმე მეღფირეთუქე ევსეღუ მინ ზუნუუბიი ვე რახმეთუქე ერჯაა ღინდიი მინ ღემელიი." ადამიანის უზნეობისა და ცოდვის ჩადენის უმთავრესი მიზეზი ნეფსი ემმარეა. ხზ. ფეიღამბერი (ს.ა.ვ.) ბრძანებს: შენი ყველაზე დიდი მტერი ნეფსია, რომელიც მთელ შენს სხეულს მოიცავს." ნეფსი ემმარეს შესახებ მიფთახულ ყულუბის წიგნში შემდეგნაირად არის გადმოცემული:

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=