MUHTASAR İLMİHAL

205 იმედის მოწყვეტა არ არის სწორი „მე საკმაოდ ბევრი სიკეთე და ღვთისმსახურება შევასრულე, ჯენნეთი დავიმსახურე“ ასეთი ფიქრი, ამის ასე დაჯერება და შესაბამისად საკუთარი თავის ალლაჰის სასჯელისაგან დაცულად მიჩნევა ურწმუნოების ნიშანია. ასევე: „მე ბევრი ცოდვა ჩავიდინე, ალლაჰის სასჯელი არ ამცდებადა ჩემთვის გადარჩენის გზა არ არსებობს“ მსგავსად იმედის გაწყვეტა და დაჯერებაც ურწმუნოების ნიშანია. ხზ. ფეიღამბერი (ს.ა.ვ.) ბრძანებს: „მორწმუნე შიშსა და იმედს შორის უნდა იყოს." ანუ ალლაჰის წყალობის იმედი არ უნდა გაიწყვიტოს და საკუთარი ნაკლოვანების გამოც უნდა ეშინოდეს. რომ ითქვას: „ჯენნეთში მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა შევიდეს,“ უნდა თქვას „ნეტავი ეს პიროვნება მე ვარ?“ და იმედი არ მოიწყვიტოს. ხოლო რომ ითქვას: „ჯეჰენნემში მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა შევიდეს,“ კვლავ უნდა თქვას „ნეტავ ეს პიროვნება მე ვარ?“ და უნდა შეეშინდეს. ერთერთ ხადისი ყუდსში უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „თუ ჩემი მორჩილი ერთი მტკაველით დამიახლოვდება, მე მას ერთი მეტრით დავუახლოვდები, თუ ის ჩემთან სიარულით წამოვა მე მისკენ სირბილით წავალ.“ ეს ძვირფასი ხადისი ყუდსი გამოხატავს: „მორწმუნე რომელიც უზენაესი ალლაჰისაგან პატიებას და შეწყალებას ითხოვს უზენაესი ალლაჰიც მას აპატიებს და შეიწყალებს.“ რა შემთხვევაში გახდება თევბე მიღებული ადამიანი ჩადენილი ცოდვისზიანსუნდა აცნობიერებდეს. რადგან ცოდვები ადამიანს ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ბედნიერებას დააკარგვინებს. ადამიანი ჩადენილი ცოდვის გამო უნდა დამწუხრდეს და გულით უნდა მოინანიოს.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=