MUHTASAR İLMİHAL

204 11. ქურდობა; 12. ალკოჰოლური სასმელის მიღება. დაჟინებით, ხშირად ჩადენილი პატარა ცოდვებიც დიდ ცოდვად ითვლება. ცოდვებისაგან გადარჩენის გზები: თევბე და მონანიება როგორც თვალსაჩინო ჭუჭყის წყალითა და საპნით გაწმენდაა შესაძლებელი, ადამიანის ჯეჰენნემში წამყვანი, სულიერი ავადმყოფობისა და სიბინძურისაგან გათავისუფლებაც უზენაესი ალლაჰის წინაშე მონანიებით, პატიების თხოვნითა და მისი შიშიდან გამომდინარე თვალიდან გადმოდენილი სინანულის ცრემლითაა შესაძლებელი. ყველა ადამიანი უცოდვილო და უმანკო არსებად იბადება. ხზ. ფეიღამბერიც (ს.ა.ვ.) გადმოგვცემს, რომ ჩვილი ბავშვის გული სარკის მსგავსად სუფთაა. რომელი ადამიანიც გულში ეჭვს, ბოროტებას, ზიზღს, სიძულვილს, შურსა და მსგავს ცუდ თვისებებს ჩაიდებს ეს მას სავალალო შედეგამდე მიიყვანს. თუ ადამიანი ამ თვისებებისაგან არ გათავისუფლდება მისი წასასვლელი ადგილი ჯეჰენნემი იქნება (უზენაესმა ალლაჰმა დაგვიფაროს). ამ სულიერი ავადმყოფობისაგან გადარჩენა გულიდან ცუდი ზრახვებისა და გრძნობების გაქარწყლებით და სინანულის ცრემლების გადმოდენითაა შესაძლებელი. ადამიანმა ცოდვებისაგან განწმენდისათვის გამუდმებით ისთიღფარი უნდა იკითხოს, ანუ უზენაეს ალლაჰს პატიება უნდა სთხოვოს. ამის გაკეთებას განსაკუთრებით ღამღამობით ნამაზის ლოცვით, სელავათების კითხვით და სხვა ვედრებების შესრულებით უნდა შევეცადოთ.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=