MUHTASAR İLMİHAL
203 აქიქა ყურბნის მფლობელს შეუძლია ხორცი თავად მიირთვას, სხვებს გაუმასპინძლდეს, ან კიდევ ხორცის ერთი ნაწილი ან მთლიანი გააჩუქოს. ცოდვების რაობა და მთავარი ცოდვები ცოდვა: ალლაჰუ თეაღლას მიერ აკრძალულის (ჰარამის) გაკეთებაა. ცოდვები ორ ჯგუფად იყოფა: 1. დიდი ცოდვები; 2. პატარა ცოდვები. დიდი ცოდვები: 1. შირქი (უზენაეს ალლაჰზე მოზიარის გაჩენა); 2. ადამიანის მოკვლა; 3. პატიოსან ქალზე ცილისწამება; 4. გარყვნილობა, მრუშობა; 5. ბრძოლის ველიდან გაქცევა; 6. ჯადოს გაკეთება; 7. ობოლის ქონების მითვისება; 8. მშობლებზე ურჩობა და მათ სამართლიან მითითებებზე დაუჯერებლობა; 9. ჰარემი შერიფში (ქაბეს ტერიტორიაზე) ცოდვების ჩადენა; (ჰარემში ჩადენილი პატარა ცოდვა დიდ ცოდვად ითვლება. დიდი ცოდვის ჩამდენსაც ორმაგი ცოდვა დაეწერება). 10. მევახშეობა;
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=