MUHTASAR İLMİHAL

202 შემდეგ „ბისმილლაჰი ელლააჰუ ექბერ“ თქმით ყურბანი დაიკვლება. უკეთესია თუ თავის ყურბანს ყველა თვითონ დაკლავს. თუ არ შეუძლია სხვას მინდობილობით დააკვლევინოს და თვითონაც დაესწროს. ყურბნის დაკვლის შემდეგ უზენაეს ალლაჰზე მადლობის ნიშნად ორი მუხლი ნამაზი ილოცება. ყურბნის ხორცი სამ ნაწილად გაიყოფა. ერთი ნაწილი ოჯახის წევრებს; მეორე ნაწილი ახლობლებს, ნათესავებსა და მეზობლებს; მესამე ნაწილი კი სადაყის სახით გაჭირვებულებს მიეცემა. აქიქა ყურბანი უზენაეს ალლაჰზე მადლიერების გამოხატვის მიზნით ახალდაბადებული ბავშვისათვის დაკლულ ყურბანს „აქიქა ყურბანი“ ეწოდება. აქიქა ყურბნის დაკვლა მუსთეხაბია. მისი შეწირვა ბავშვის დაბადებიდან ნებისმიერ დროს შეიძლება, მეშვიდე დღეს დაკვლა უკეთესია. დაბადებიდან მეშვიდე დღეს ბავშვის თმები შეიჭრება, თმის წონის რაოდენობის ოქრო ან ვერცხლი სადაყის სახით გაიცემა და ყურბანი დაიკვლება. გოგო და ბიჭი შვილებისათვის (განურჩევლად) თითო ყურბანი უნდა დაიკლას. ზოგიერთი სწავლული კი ბრძანებს, რომ ბიჭისათვის ორი ყურბანი უნდა დაიკლას. აქიქა ყურბანი ისეთივე სრულყოფილი და უნაკლო უნდა იყოს, როგორც ვაჯიბი ყურბანია. აქიქა ყურბნის ძვლები, ბავშვის ჯანმრთელად და უვნებლად გაზრდის იმედით, არ უნდა დავამტვრიოთ. ასევე დასაშვებია ძვლების დამტრევა იმ მიზნითა და იმედით, რომ ბავშვი ქედმაღალი და უზნეო არ აღიზარდოს. (ეს ორივე მუსთეხაბია).

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=