MUHTASAR İLMİHAL

201 ყურბანი ყურბანი ალლაჰუ თეღალასთან დაახლოების მიზნით იბადეთის ნიეთით ყურბან ბაირამის დღეებში, ხუთი სახის პირუტყვიდან (ცხვარი, თხა, ძროხა, კამეჩი, აქლემი) ერთერთის შეწირვაა. ვისაც ფითრის სადაყის გაცემა ეკუთვნის, მას ყურბნის დაკვლაც ევალება. ე.ი. ნისაბის რაოდენობის ქონების მფლობელ, ყველა თავისუფალ და მგზავრობაში არ მყოფ მუსლიმანისათვის ვაჯიბია. პიროვნება ყურბანს საკუთარი თავის სანაცვლოდ კლავს. გადმოცემულია, რომ ალლაჰის წყალობისათვის გულწრფელი ნიეთით დაკლული ყურბნიდან გამონადენი სისხლის პირველ წვეთთან ერთად მას ცოდვები ეპატიება. ყურბნის დაკვლის დრო ყურბნის დაკვლის დრო ყურბან ბაირამის პირველი, მეორე და მესამე დღეა. პირველ დღეს დაკვლა უფრო ძვირფასია. ყურბნის დაკვლის წესი და ნიეთი საყურბნე ცხოველი უწყინრად ყიბლისკენ მარცხენა ფერდით დაიწვინება. სამჯერ თექბირი შემდეგნაირად იკითხება: „ელლააჰუ ექბერ, ელლააჰუ ექბერ ლაა ილააჰე ილლელლააჰუ ველლააჰუ ექბერ, ელლააჰუ ექბერ ვე ლილლააჰილ ხემდ“. შემდეგ ასეთნაირად ნიეთი კეთდება: „იარაბბი მე შენს წინაშე იმდენად ცოდვილი ვარ, რომ საკუთარ თავს ყურბნად უნდა გწირავდე, მაგრამ შენ ადამიანის ყურბნად შეწირვა აკრძაკლული გაქვს, ამიტომ ჩემს ნაცვლად ამ ყურბანს ვკლავ, ყაბული გამიხადე ია რაბბი.“

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=