MUHTASAR İLMİHAL

198 ზექათის მისაცემი ადგილები ეს თევბე სურას 60-ე აიეთშია განმარტებული: 1. ღარიბი (ნისაბის რაოდენობის ქონების არმქონე); 2. ღატაკი (საერთოდ არაფრის მქონე); 3. ზექათის აკრეფით დავალებული პირები; 4. ისეთი არამუსლიმანები, რომლებიც გვსურს მუსლიმანი გახდნენ და ისლამის მიმართ გულები გაუთბენ. ასეთებს ,,მუ'ელლეფეი ყულუუბ“ ჰქვიათ; 5. მონობისაგან გასათავისუფლებელი პიროვნებები; 6. მუსლიმანი რომელსაც ვალის გადახდისათვის საკმარისი ქონება არ აქვს; 7. ,,ფიი სებიილილლააჰ“ (ე.ი. ალლაჰის გზაზე მყოფები, რწმენის გამავრცელებლები); 8. უფულოდ დარჩენილი მგზავრები. ზექათის ამ რვა კატეგორიიდან რომელიმეზე მიცემა შეიძლება, მაგრამ არაფრის მქონე ღატაკებზე და ალლაჰის გზაზე მყოფებზე მიცემა საუკეთესოა.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=