MUHTASAR İLMİHAL
197 ნისაბი: ზექათის გაცემის აუცილებლობისათვის, რელიგიით დადგენილი ზღვარია. პიროვნების მიერ აუცილებელი საჭიროებებისა და ვალის გარდა, 80,18 გრამი ოქროს, ან მისი ღირებულების ფულის და სავაჭრო საქონელის ფლობაა.. აუცილებელი საჭირო ქონება: საცხოვრებელი სახლი, ინვენტარი, ტანსაცმელი, ხელსაწყოები, წიგნები, ტრანსპორტი (ცხენი, მანქანა) და სურსათია. გასაცემი ზექათი ფულის შემთხვევაში 40-ში ერთია. ცოცხალი საქონლის შემთხვევაში კი: 40 ცხვარში ერთი, 5 აქლემში ერთი ცხვარი, 30 ძროხაში 2 წლის ხბო. მადნეულისგანაც ზექათი გაიცემა. ოშური ოშური მიწიდან აღებული მოსავლის ზექათია. აღებული მოსავლის 10-ში ერთი გაიცემა, თუ ფულით ირწყვება მაშინ 20-ში ერთი უნდა გაიცეს. მოსავალი რომლებისგანაც ოშური გაიცემა: ხორბალი, სიმინდი, კომბოსტო, ქერი, კარტოფილი, ბრინჯი, საზამთრო, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, შვრია, ზეთის ხილი, თაფლი, შაქრის ჭარხალი, ხილი და სხვა. მუსლიმანებმა, რომლებიც სოფლის მეურნეობას ეწევიან, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან აღებული მოსავლისგან ოშური უნდა გასცენ.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=