MUHTASAR İLMİHAL
195 იღთიქაფის პირობები: იღთიქაფში შემსვლელი მუსლიმანი ჭკვიანი უნდა იყოს. ჯუნუბი, ჰაიზიანი და ნიფასიანი არ უნდა იყოს. იღთიქაფისათვის ნიეთი უნდა გააკეთოს. იღთიქაფი მესჯიდში ან მესჯიდის დანიშნულების ადგილზე უნდა შესრულდეს. ვაჯიბი იღთიქაფის დროს მარხული ყოფნა აუცილებელია. ქალებისათვის თავიანთ სახლებში მესჯიდად გამოყენებული ადგილები მესჯიდის მნიშვნელობისაა. არასაპატიო მიზეზით მესჯიდიდან გასვლა ან მეუღლესთან ინტიმური კავშირი იღთიქაფს მოშლის. რელიგიური ან ბუნებრივი აუცილებელი საჭიროებების დროს მესჯიდიდან გასვლა იღთიქაფს არ მოშლის. მაგ: ჯუმა ნამაზის ლოცვისათვის უახლოეს მეჩეთში წასვლა. ფითრის სადაყა ფითრა რამაზნის თვეში გასაცემი ვაჯიბი სადაყაა. ფითრის გასაცემ მდგომარეობაში მყოფ ყველა მუსლიმანის მიერ ფითრის გაცემა ვაჯიბია. ფითრის სადაყის გაცემის აუცილებლობის პირობები: მუსლიმანი უნდა იყოს, თავისუფალი უნდა იყოს, აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა ნისაბის რაოდენობის ქონებას უნდა ფლობდეს. ფითრის გაცემისათვის ზექათისგან განსხვავებით არ არის აუცილებელი ქონება მატებადი იყოს, ან პიროვნება მას ერთი წლის განმავლობაში ფლობდეს. ვისზეც ზექათის მიცემა შეიძლება, მასზე ფითრაც მიიცემა. ფითრის სადაყის გაცემის დრო, რამაზან ბაირამის დღეს იმსაქიდან იწყება და ბაირამ ნამაზის ლოცვამდე გრძელდება, მაგრამ ადრე გაცემაც შეიძლება.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=