MUHTASAR İLMİHAL

194 თერავიჰ ნამაზი თერავიჰ ნამაზი რამაზნის თვის სუნნეთია. იგი ყველა მუსლიმანი მამაკაცისა და ქალისათვის შესასრულებელი სუნნეთი მუექქედეა. თერავიჰ ნამაზი 20 მუხლია. ამის ჯემაღეთით ლოცვა სუნნეთია, მარტოდ ლოცვაც შეიძლება. იასი ნამაზსა და ვითირ ნამაზს შორის ილოცება. ყოველ ორ ან ოთხ რექაღათზე სელამი მიიცემა. ყოველი სელამის შემდეგ ცოტა ხნით მოცდა სუნნეთია, ამ დროს სელავათი, სელათი უმმიე, აიეთები ან დუები იკითხება. (სელათი უმმიე: "ელლაჰუმმე სალლი ღელაა სეიიდინაა მუხამმედინი ნნებიიილ-უმმიი ვე ღელაა აალიჰიი ვე სახბიჰიი ვე სელლიმ.") ფეხზე ადგომისას ,,ელლაჰუმმე სალლი ღელაა სეიიდინა მუხამმედინ ვე ღელაა აალი სეიიდინაა მუხამმედ“ იკითხება. თუ ჯემაღეთში შააფი მეზჰების მიმდევრებიც არიან, მაშინ იმამი ყოველ ორ რექაღათზე სელამს მისცემს. იღთიქაფი იღთიქაფი მესჯიდში სადაც 5 დროის ნამაზი ჯემაღეთით სრულდება, ან მესჯიდის დანიშნულების მქონე ადგილას იღთიქაფის ნიეთით გარკვეული დროით დარჩენაა. იღთიქაფი სამი სახისაა: ვაჯიბი, სუნნეთი მუექქედე და მუსთეხაბი. შეპირებული იღთიქაფი ვაჯიბია. რამაზნის თვის ბოლო ათი დღის განმავლობაში შესრულებული იღთიქაფი სუნნეთი მუექქედეა, სხვა დროს შესრულებული იღთიქაფი მუსთეხაბია.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=