MUHTASAR İLMİHAL
192 8. ყურში ზეთის (წამლის) ჩაწვეთება. 9. შეცდომით (გაუგებრობით) იმსაქის შემდეგ ჭამის გაგრძელება. 10. შეცდომით, გაუგებრობით მზის ჩასვლამდე იფთრის გაკეთება. 11. პირღებინების შემთხვევაში უკან გადაყლაპვა. 12. მეუღლისა და საყვარელი ადამიანის გარდა სხვისი ნერწყვის გადაყლაპვა. 13. საკუთარი ნერწყვის ჯერ გარეთ გამოტანა და შემდეგ გადაყლაპვა. 14. წყლით ან ცხიმით დასველებული თითის სასირცხო ადგილის შიგნით შეღწევა. 15. კბილიდან სისხლდენის დროს, სისხლის ნერწყვზე მეტი ან ნერწყვის ტოლი რაოდენობით ყოფნის შემთხვევაში გადაყლაპვა. 16. კვამლის ყელში გადაცდენა. ფაქტორები, რომლის დროსაც საჭიროა დღეზე დღის და ქეფფარეთის (ჯარიმის სახით ორი თვე) მარხვა 1. შეგნებით ჭამა და სმა. 2. შეგნებით სქესობრივი კავშირი. 3. შეგნებით სიგარეტის მოწევა. 4. ღიიბეთის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ მარხვა არ მოშლილა, იმის ფიქრით რომ მარხვა მოიშალაო, შეგნებით მარხვის მოშლა. 5. შეგნებით მეუღლის, საყვარელი ადამიანის ნერწყვის გადაყლაპვა. ზემოხსენებულ შემთხვევებში საჭიროებს ერთ დღეზე ერთი დღის და უწყვეტად ჯარიმის სახით ორი თვის მარხვა.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=