MUHTASAR İLMİHAL

191 მარხვა თავის მხვრივ ორნაირია: 1. მარხვა რომლისთვისაც ღამით ნიეთის გაკეთება აუცილებელია. ესენია: გამოტოვებული რამაზნის მარხვა, მოშლილი ნაფილე მარხვის ასანაზღაურებლად (დღეში- დღე) მარხვა, ქეფფარეთ (ჯარიმის) მარხვა, ისეთი შეპირებული მარხვა რომლის დროც განსაზღვრული არ არის. 2. მარხვა რომლისთვისაც ღამით ნიეთის გაკეთება არ არის აუცილებელი. ესენია: რამაზნის თვის მარხვა, განსაზღვრული დროისთვის შეპირებული მარხვა და ნაფილე მარხვა. ამ სახეობის მარხვისთვის ნიეთი შეიძლება გაკეთდეს როგორც ღამე ისე "ყაბაყუშლუღამდე". რამაზნის თვეში რაც არ უნდა ის ნიეთი გაკეთდეს (ნაფილე თუ სხვა) მაინც რამაზნის მარხვად ჩაითვლება. ფაქტორები, რომლის დროსაც მარხვა მოიშლება და დღეზე დღის დაჭერაა საჭირო 1. მარხვის არ დავიწყების შემთხვევაში ყელში რაღაცის გადაცდენა. 2. ცხვირის ან პირის გამოვლებისას შეცდომით ყელში წყლის გადაცდენა. 3. რამაზნის თვეში მარხვაზე ნიეთის არ გაკეთება და ჭამა. 4. დავიწყებით ჭამის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა რომ მარხვა არ მოშლილა, იმის ფიქრით რომ მარხვა მოიშალაო რაღაცის შეგნებით ჭამა. 5. პირში მოხვედრილი თოვლის ან წვიმის წვეთის უნებლიედ გადაყლაპვა. 6. ნემსის გაკეთება. 7. ცხვირში წამლის ჩაწვეთება.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=