MUHTASAR İLMİHAL

190 მარხვის სახეები ექვსი სახის მარხვა არსებობს: 1. ფარძი, 2. ვაჯიბი, 3. სუნნეთი, 4. მენდუბი, 5. ნაფილე, 6. მექრუჰი. 1 - ფარძი: რამაზნის თვეში მარხვა, რამაზნის თვეში გამოტოვებული მარხვის ანაზღაურება და ქეფფარეთი (რამაზნის თვეში არასაპატიო მიზეზით მოშლილი მარხვის ჯარიმის სახით 60 დღე მარხვა). 2 - ვაჯიბი: მოშლილი ნაფილე მარხვის ანაზღაურება და შეპირებული მარხვაა. 3 - სუნნეთი: მუხარრემის თვის მე-9 და მე-10 დღეს ე.ი. აშურა დღეს მარხვაა. 4 - მენდუბი: ყოველ თვეში 3 დღე მარხვა. ამ სამი დღის განსაკუთრებულად "ეიიამი ბიიზის" დღეებში (სავსე მთვარის პერიოდში - 13-14-15 რიცხვებში) მარხვაც მენდუბია. 5 - ნაფილე: ამ ჩამოთვლილი მარხვის სახეობების და მექრუჰი მარხვის გარდა დანარჩენ დღეებში მარხვა ნააფილეა. 6 - მექრუჰი: მხოლოდ აშურა დღეს (მე-9 ან მე-11 დღეების გარეშე), რამაზნის ბაირამის პირველ დღეს და ყურბან ბაირამის 1, 2, 3, 4 დღეს მარხვა თახრიმენ (ჰარამთან მიახლოებული) მექრუჰია.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=