MUHTASAR İLMİHAL
183 ძვირფას ღამეებში შესასრულებელი ღიბადეთები მევლუდის ღამე რებიულ ევველი თვის მეთორმეტე (ე.ი. 11 რიცხვის 12-ზე დამაკავშირებელ) ღამეს, ხზ. ფეიღამბრის (ს.ა.ვ.) დაბადების ღამეა. ამ ღამეს თესბიხ ნამაზი ილოცება. ნამაზისათვის ნიეთი შემდეგნაირად კეთდება: „ია რაბბი შენი კმაყოფილების მოსაპოვებლად ნიეთს ვაკეთებ ნამაზის სალოცავად. ამ ძვირფასი ღამისა და ხზ. ფეიღამბრის მუხამმედ მუსტაფა (ს.ა.ვ.) სიძვირფასის ნიშნად მე, ამ უმწეო მორჩილს ცოდვები მაპატიე და შემიბრალე, ელლაჰუ ექბერ." რეღაიბის ღამე სამთვეულის დასაწყისი რეჯების თვის, პირველი ჯუმა (ე.ი. ხუთშაბათის პარასკევზე დამაკავშირებელი) ღამე „რეღაიბის ღამეა.“ ამ ღამეს საღამოსა და იასი ნამაზს შორის 12 მუხლი „ხააჯეთ ნამაზი“ ილოცება. ყოველ 2 მუხლზე სელამი მიიცემა. ხაჯეთ ნამაზის ნიეთი შემდეგნაირად კეთდება: "ია რაბბი ხზ. ფეიღამბრის მუხამმედ მუსტაფა (ს.ა.ვ.)-ის სიძვირფასის ნიშნად შენი კმაყოფილება მომაპოვებინე, ცოდვები მაპატიე და გული შენი ნურით გამინათე. შენს მორჩილ და ღვთისმსახურ პიროვნებებს შორის მამყოფე, ამქვეყნიური და იმქვეყნიური უბედურებებისაგან დამიფარე, ელლაჰუ ექბერ."
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=