MUHTASAR İLMİHAL

180 მგზავრი სეფერში ყოფნისას განვლილ 4 რექაღათიან ფარძებს სახლში დაბრუნების შემდეგ ორ რექაღათს ილოცავს. სახლში ყოფნისას განვლილ 4 რექაღათიან ფარძებს თუ სეფერში ყოფნისას აანაზღაურებს, 4 რექაღათს ილოცავს. საცხოვრებელი ადგილი სამნაირია: 1 - ვათანი ასლი; 2 - ვათანი იყამეთი; 3 - ვათანი სუქნა. ვათანი ასლი: ის ადგილია სადაც ადამიანი დაიბადა და გაიზარდა, ან დაქორწინდა და საცხოვრებლად იქ დარჩა, ან ადგილი სადაც არც დაბადებულა და არც დაქორწინებულა მაგრამ მუდმივად იქ ცხოვრება გადაწყვიტა. ვათანი ასლი შეიძლება სხვა ვათანი ასლმა ჩაანაცვლოს. მაგ: ადამიანი სადაც დაიბადა და გაიზარდა ეს მისთვის ვათანი ასლი იყო, მაგრამ როცა საცხოვრებლადსხვა ქალაქში ან სოფელში დასახლდება და (ოჯახის ერთად) იქ დარჩენას გადაწყვეტს, ეს მისთვის ახალი ვათანი ასლი იქნება. ასეთ შემთხვევაში ადრინდელ ვათანი ასლში თუ წავა და 15 დღეზე ნაკლები დროით გაჩერდება, 4 რექაღათიან ფარძებს 2 რექაღათად ილოცავს. ე.ი. სადაც ცხოვრობს ის ადგილია მისი ვათანი ასლი. ხზ. ფეიღამბერი (ს.ა.ვ.) როდესაც მედინედან თავის ძველ ვათანი ასლში, მექქეში (სადაც დაიბადა, გაიზარდა და დაოჯახდა) წავიდა 4 მუხლიანი ფარძები 2 მუხლად ილოცა. მამაკაცს ერთზე მეტი მეუღლე, რომ ჰყავდეს და ისინი სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებლადდაასახლოს, ამ არცერთ ქალაქში სეფერში არ იქნება. ვათანი ასლი ვათანი იყაამეთით არ მოიშლება.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=