MUHTASAR İLMİHAL
179 მგზავრობისას ხელსაყრელი პირობები და დრო თუ აქვს სუნნეთებს სრულყოფილად ილოცავს. თუ რაიმე სახის საფრთხე ან საშიშროება იქნება სუნნეთებს საერთოდ აღარ ილოცავს. თუ პიროვნება ოთხ რექაღათიან ფარძებს, მგზავრობისას ორი მუხლის ნაცვლად, შეგნებულად ოთხ მუხლად ილოცავს შეცდომა იქნება. იმის გამო, რომ ფარძის ლოცვისას მეორე რექაღათზე სელამი არ მისცა, სეჰივ სეჯდეს გაკეთებაა საჭირო. თუ მგზავრი ნამაზს იმამთან ერთად ჯემააღეთით ლოცულობს, მაშინ იმამს მიყვება და ოთხივე მუხლს სრულად ილოცავს. თუ თვითონ იმამია ოთხ რექაღათიან ფარძს, ორ რექაღათს ილოცავს და სელამს მისცემს, ჯემაღათში მყოფი მგზავრიც მასთან ერთად სელამს მისცემს. თუ ჯემაღათი მგზავრი არ არის იმამის სელამის მიცემის შემდეგ ლოცვას გააგრძელებს. ყიამის დროს ფათიხას იკითხავს, ან ფათიხას კითხვის ტოლი დროით გაჩერდება და რუქუღს და სეჯდეს გააკეთებს. ზემოხსენებული მგზავრი თუ მისულ სოფელში ან ქალაქში არანაკლებ 15 დღით გაჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მგზავრად აღარ ითვლება და ნამაზს სრულყოფილად ილოცავს. მხოლოდ იქ მისვლამდე (მგზავრობისას) სეფერის პირობებით ისარგებლებს. თუ 15 დღით დარჩენაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაგრამ ყოველთვის წასვლის მოლოდინში იქნება, თუ გინდ ეს წლების განმავლობაში გაგრძელდეს, მაინც მგზავრად ითვლება. მგზავრითუსაკუთარსოფელში ან ქალაქში წავა, რამდენი ხნითაც არ უნდა დარჩეს, ის მგზავრად არ ჩაითვლება და ნამაზებს სრულად ილოცავს.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=