MUHTASAR İLMİHAL
178 საფლავზე ჩამოჯდომა მექრუჰი არ არის, სხვა შემთხვევაში საფლავზედაჯდომა, დაძინება, დაბინძურება მექრუჰია. თუ საფლავზე ფეხისდადგმა აუცილებელია მაშინ ერთიფათიხა და 11 იხლასის სურა იკითხება, იქ მყოფი გარდაცვლილების სულებისთვის იჩუქება და შემდეგ ფეხის დადგმა და გავლა შეიძლება. საფლავზე ამოსული ბალახის მოგლეჯა, ხის მოჭრა მექრუჰია, რადგან მწვანე ხეები და ბალახები იქ მწოლიარე მკვდრის სულს ცოდვებს უმსუბუქებს. გამხმარი ხეების და ბალახების მოჭრა შეიძლება, მაგრამ უმჯობესია ამასაც მოვერიდოთ. საფლავზე მოჭრილი ხის სახლში წაღება და დაწვა არ შეიძლება. სეფერის საკითხი სეფერი ხმელეთზე აქლემით ან ფეხით 18 საათი სავალი მანძილის, ესეიგი 90 კმ-ის, ზღვაზე კი 60 მილის მანძილზე წასვლაა. ამ მანძილზე წამსვლელ მგზავრს სტუმარი ჰქვია. რა საშუალებით და რა დროშიც არ უნდა გაიაროს ეს მანძილი, როცა წასვლას განიზრახავს და გზაში ჩადგება, სეფერის პირობებით ისარგებლებს. სოფლის ან ქალაქის საზღვრებს რომ გასცდება მგზავრად ითვლება. რამაზნის თვეში თუ იმყოფება შეუძლია არ იმარხოს და ეს დღეები შემდეგში აანაზღაუროს. თუ ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იქნება, მისთვის მარხვა უკეთესია. მგზავრი 4 რექაღათიან ფარძებს 2 რექაღათად ილოცავს. საღამოს ნამაზის ფარძს და ვითირ ნამაზს სრულყოფილად ილოცავს.
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=