MUHTASAR İLMİHAL

177 ნამოქმედარი) კარგი აქვს, ალლაჰუ თეღალა იმ ადამიანს მელაიქების კითხვებზე პასუხის გაცემას გაუადვილებს. მაგრამ ურწმუნოები და ცოდვილები დამკითხავ (მუნქერ და ნექირ სახელის) მელაიქებს როგორც კი დაინახავენ შეეშინდებათ და პასუხს ვერ გასცემენ. მელაიქები პასუხის გამცემ მუსლიმანებს ჯენნეთს უმახარობლებენ და მათი საფლავი ჯენნეთის ბაღნარად იქცევა. ხოლო ცოდვილებს და ქააფირებს (ურწმუნოებს) რომლებიც პასუხს ვერ გასეცემენ, მელაიქები ეტყვიან: სირცხვილი შენ! და მათი საფლავი ჯეჰენნემის უფსკრულად გადაიქცევა. საფლავის კითხვა-პასუხები – შენი ღმერთი ვინ არის? – ჩემი ღმერთი ალლაჰუ თეღალაა. – შენი რჯული რომელია? – ჩემი რჯული ისლამია. – შენი ფეიღამბერი ვინ არის? – ჩემი ფეიღამბერი მუხამმედ-მუსტაფა (ს.ა.ვ.)-ია. – შენი ქითაბი-წიგნი რომელია? – ჩემი ქითაბი ყურანი ქერიმია. – შენი ყიბლე საითკენაა? – ჩემი ყიბლე ქაღბეი მუაზზამაა. სასაფლაოს მონახულება კაცებისა და ქალების მიერ სასაფლაოზე მისვლა და საფლავების მონახულება მენდუბია (მოწონებული ქმედებაა). სასაფლაოზე ერთი ფათიხა და 11 იხლასი იკითხება და მიცვალებულის სულისთვის იჩუქება. ამასთანავე იაასინის და ელჰაქუმუთთექასურ... (თექასურ) სურას კითხვა და ჩუქება მუსთეხაბია. კითხვის მიზნით

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=