MUHTASAR İLMİHAL

175 მნიშვნელოვანი შეხსენება: 1 - ბევრი ჯენაზეს მლოცველი, მეოთხე თექბირის დროს ხელებს ან სულ არ ხსნიან და ისე სელამს აძლევენ, ან მარჯვნივ სელამის მიცემისას მარჯვენა ხელს ჩამოუშვებენ, მარცხნივ სელამის მიცემისას მარცხენა ხელს ჩამოუშვებენ. ეს ორივე შემთხვევა არასწორია. სინამდვილეში მეოთხე თექბირის შემდეგ ხელები ჯერ ჩამოიჩვება და შემდეგ მარჯვნივ და მარცხნივ სელამი მიიცემა. (დურერი ტ.1.გვ53) 2 - ზოგიერთები იმამის მიერ ,,ელლაჰუ ექბერ“ თექბირის აღების დროს თავებს მაღლა სწევენ. ესეც შეცდომაა. 3 - ჯენაზეს სალოცავი ადგილი, ან ფეხსაცმელი თუ სუფთა არ არის მაშინ, ფეხსაცმლის გახდა და ზედდადგომაა საჭირო. საფლავი და დასაფლავება ჯენაზეს ლოცვის შემდეგ ოთხივე მხრიდან დაჭერა და წაღება სუნნეთია. თუ შესაძლებელია 40 ნაბიჯით წაღება მაინც საჭიროა. გადაადგილება უნდა მოხდეს ჩქარი ნაბიჯებით და რყევის გარეშე. ჯენაზეს წაღებისას ხმამაღლა კითხვა ან სასაფლაოზე ჯენაზეს ძირს დადებამდე დაჯდომა მექრუჰია. საფლავი სულ ცოტა ნახევარი კაცის სიღრმის და ჯენაზეს თავისუფლად ჩასაშვები სიგანის უნდა იყოს. უფრო ღრმად მოთხრა უკეთესია. ამოთხრა როცა დამთავრდება, თუ მიწა მაგარია "ლახთი" კეთდება, ე.ი. მიცვალებულის მოსათავსებლად ყიბლის მხარეს მიწა გამოითხრება. მიცვალებული საფლავში ყიბლის მხრიდან ჩაესვენება, მარჯვენა მხარზე დაიწვინება, ისე რომ სახე ყიბლისკენ ჰქონდეს მიმართული.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=