MUHTASAR İLMİHAL
172 ჯენაზე ნამაზი ჯენაზე ნამაზი გარდაცვლილ მუსლიმან ძმაზე დუის გაკეთების მიზნით შესასრულებელი ფარძი ქიფაიეა. ჯენაზე ნამაზის ლოცვის პირობები შემდეგია: 1. გარდაცვლილი მუსლიმანი უნდა იყოს. თუ გარდაცვლილის ვინაობა ცნობილი არ არის და მუსლიმანობა საეჭვოა, ჯენაზე არ ილოცება. 2. მუსლიმანი დაბანილი და ქეფენში გახვეული უნდა იყოს. 3. მიცვალებული იმამისა და ჯემაღათის წინაშე უნდა იყოს. 4. მიცვალებულის სხეული მთელი ან ნახევარზე მეტი უნდა იყოს. თუ თავი არ აქვს და სხეულის ნახევარიც არ არის, ჯენაზე არ ილოცება, არც დაიბანება. ერთ თეთრ ნაჭერში შეიხვევა და დაიმარხება. ჯენაზე ნამაზის ლოცვა ჯენაზე ნამაზი ოთხი თექბირია და ფეხზე დგომით ილოცება. ამ ნამაზის დროს სეჯდე და რუქუღი არ კეთდება. იმამი ჯენაზეს გულმკერდის მოპირდაპირედ დადგება. ჯემაღათიც იმამის უკან მწკვრივს გააკეთებს. იმამი ჯემაღეთს ჯენაზე კაცია თუ ქალი გამოუცხადებს. იმის მიხედვით ნიეთი გაკეთდება. მაგ: ,,იარაბბი ნიეთს ვაკეთებ წინ მდებარე მამაკაცის (ან ქალის) ჯანაზა ნამაზის სალოცავად. ნამაზი ალლაჰის წყალობისათვის, დუა მიცვალებულის სულისთვის, მივყვები იმამს ელლააჰუ ექბერ.“ პირველ თექბირზე ხელები ყურებამდე აიწევა და
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=