MUHTASAR İLMİHAL

171 ქეფენი ქეფენიგარდაცვლილიმუსლიმანისდასაფლავებისათვის გასახვევინაჭერია. ქეფენი მამაკაცებისათვის ყამისი (პერანგი), იზარი და ლიფაფეა; ქალებისათვის კი ყამისი, იზარი, ლიფაფე, თავსაფარი და მკერდის შესაკრავი ნაჭერია. საჭირო რაოდენობის ნაჭერი თუ არ იშოვება, მამაკაცებისათვის იზარი და ლიფაფე; ქალებისათვის კი იზარი, ლიფაფე და თავსაფარი საკმარისია. თუ სათანადო რაოდენობის ნაჭერი არ იშოვება, გარდაცვლილის ერთ ნაჭერში შეხვევა და დასაფლავება შეიძლება. ქეფენისთვის ბამბისგან დამზადებული თეთრი ნაჭერის გამოყენება უკეთესია. ჯენაზე ქეფენში როგორ შეიხვევა ჯენაზე ჯერ ყამისში: (პერანგია რომელიც სხეულს მხრებიდან მუხლების ჩათვლით უნდა ფარავდეს და გვერდები შეკერილი არ უნდა ჰქონდეს), შემდეგ იზარში გაიხვევა: (ნაჭერია რომლითაც გარდაცვლილი თავიდან ფეხების ჩათვლით შეიხვევა), შემდეგ ლიფაფეში შეიხვევა და ორივე ბოლო შეიკვრება. ქეფენში შეხვევას მარცხენა მხრიდან ვიწყებთ, ისე რომ მარჯვენა მხარე ზემოდან მოექცეს. ქეფენს ჯიბე და საყელო არ უკეთდება. გვერდები არც იკვრება და არც იკერება. ქალებისათვის თავსაფარი ყამისის ზევიდან იზარის ქვეშ, მკერდის შესაკრავი კი იზარის ზემოდან ლიფაფის ქვეშ უნდა მოექცეს. ამრიგადკაცებისთვისქეფენი3, ქალებისთვისკი5ნაწილია.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=