MUHTASAR İLMİHAL

170 ჯენაზეს საკითხი მომაკვდავი მუსლიმანი სახით ყიბლისკენ, მარჯვენა მხარზე უნდა დავაწვინოთ. მასთან ქელიმეი შეჰადეთი და ყურანი უნდა ვიკითხოთ. როცა გარდაიცვლება ყბა უნდა შევუკრათ, თვალები უნდა დავახურინოთ და ხელები გვერდებზე გავუსწოროთ. რომ არ გასივდეს მუცელზე რკინის საგანი უნდა დავადოთ. სანამ არ დაიბანება მასთან ყურანი ქერიმი არ იკითხება, სხვა ოთახში კითხვა შეიძლება. დაბანის დროს ისე უნდა დავაწვინოთ რომ ფეხები ყიბლის მიმართულებით იყოს. ტანსაცმელი უნდა გავხადოთ, ისე რომ სასირცხო ადგილები არ გამოუჩნდეს. ჯენაზე გამთბარი წყლით დაიბანება. დამბანელმა თავდაპირველად ხელზე ნაჭერი უნდა დაიხვიოს და სასირცხო ადგილები საფარის მოუხსნელად დაბანოს. პირში და ცხვირში წყლის მიუცემლად აბდესი უნდა ააღებინოს (თუ ცნობილია რომ გარდაცვლილი ჯუნუბი იყო პირში და ცხვირში წყალს გამოუვლებს). თუ ჯუნუბი არ არის, ტუჩების შიგნითა და გარეთა ნაწილის, ცხვირის ხვრელების და ჭიპის ხვრელის მესჰი (სველი ხელით შეხება) საკმარისია. თავი და წვერი საპნითა და წყლით დაიბანება, მაგრამ თმები არ დაივარცხნება. დამბანელმა მიცვალებული ჯერ მარცხენა მხარზე უნდა დააწვინოს და ზურგის მარჯვენა მხარე დაბანოს, შემდეგ მარჯვენა მხარეს დააწვენს და ზურგის მარცხენა მხარეს დაბანს. შემდეგ თავსა და წელს ზევითტანს ცოტათი წამოაწევინებსდა მუცელზე მსუბუქად მასაჟს გაუკეთებს. თუ რაიმე სიბინძურე გამოვა, ბლომად წყლით დაბანს. განმეორებით აბდესის აღება და დაბანა აღარ საჭიროებს. სუფთა ნაჭრით გაამშრალებს და ქეფენში გაახვევს.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=