MUHTASAR İLMİHAL
168 თესბიხ ნამაზი თებიხ ნამაზი მთელი სხეულით შესასრულებელი, ერთერთი ყველაზე დიდი მონანიებაა. ხზ. ფეიღამბერმა (ს.ა.ვ.) თავის ბიძას ხზ. აბბასს (რ.ა.) შემდეგნაირად უთხრა: „ეი ჩემო საყვარელო ბიძა, მე შენ ათი სახის ცოდვის პატიებისათვის ერთ ძვირფას რაღაცას გასწავლი, როცა მას შეასრულებ დიდი თუ პატარა, წარსული თუ მომავალი, ძველი თუ ახალი, შეგნებით თუ შეუგნებლად, ღიად თუ ფარულად ჩადენილი ყველა ცოდვა გეპატიება. ეს თესბიხ ნამაზის ლოცვითაა შესაძლებელი... თუკი ძალა გეყოფა ეს ნამაზი ყოველ დღე ილოცე, ყოველ დღეს თუ ვერ შეძლებ კვირაში ერთხელ ილოცე, თუ ამასაც ვერ შეძლებ თვეში ერთხელ მაინც ილოცე, თუკი ამასაც ვერ შეძლებ წელიწადში ერთხელ ილოცე და ესეც თუ ვერ შეძელი სიცოცხლეში ერთხელ მაინც ილოცე. თესბიხ ნამაზი როგორ ილოცება? თესბიხ ნამაზი 4 მუხლისაგან შედგება და 300 - ჯერ შემდეგი თესბიხი იკითხება:ُ سُبْحَانَ اللهِ وَالْحَمْدُ ِِ وََ اِلٰهَ اِّ اللهُ وَاللهُ اَكْبَر وََ حَوْلَ وََ قُوّةَ اِّ بِاللهِ الْعَلِىِّ الْعَظ۪يمِ "სუბხანელლაჰი ველხამდუ ლილლაჰი ველაა ილააჰე ილლელლააჰუ ველლააჰუ ექბერ, ვე ლაა ხევლე ვე ლაა ყუვვეთე ილლაა ბილლაჰილ-ალიილ აზიიმ".
RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=