MUHTASAR İLMİHAL

164 გამოტოვებული ნამაზები ყველა ზრდასრულ და ჭკვიან მუსლიმანს რელიგიური სხვა წესების დაცვასთან ერთად, ხუთი დროის ნამაზის ლოცვა ევალება. არ უნდა გამოტოვოს არცერთი დროის ნამაზი. ალლაჰუ თეღალა ყურანი ქერიმში 55 ადგილას ყველა მუსლიმანს ნამაზის ლოცვას უბრძანებს. ამასთანავე 33 ადგილას ნამაზი ზექათთან ერთად არის ნაბრძანები. ნამაზის შესახებ ბევრი აიეთი არსებობს, რაც მის უდიდეს მნიშვნელობაზემიანიშნებს. ხზ.ფეიღამბერი (ს.ა.ვ.) ერთერთ ხადისში ბრძანებს: ,,ყიამეთის დღეს პიროვნებას პირველად ნამაზის შესახებ მოეკითხება.“ შესაბამისად ნამაზის შესახებ ადვილად პასუხის გამცემი, დანარჩენ საკითხებზეც ადვილად გასცემს პასუხს. მთელ რიგ ფიყჰის (ისლამის საკითხების) წიგნებში ნამაზის ლოცვის, არ გამოტოვებისა და გამოტოვებული ნამაზის სასჯელის სიმკაცრის შესახებ არის გადმოცემული. პიროვებამ ერთი გამოტოვებული ნამაზის ნაცვლად მილიონობით სადაყა რომ გასცეს, ან მის მიერ შესასრულებელი ორი რექაღათის ნაცვლად სხვამ ასი რექაათიც რომ ილოცოს, ნამაზის ვალი მოხდილი არ ექნება. ნამაზი ვისზეც ფარძია, მხოლოდ მის მიერ უნდა იქნეს შესრულებული. თუ ვინმეს სიზარმაცით, ან დავიწყებით გამოტოვებული ნამაზები აქვს, უნდა აანაზღაუროს და დაგვიანებით ლოცვის გამო ალლაჰუ თეღალას პატიება უნდა სთხოვოს. გამოტოვების შემთხვევაში მხოლოდ ფარძი და ვითირ ნამაზების ანაზღაურებაა სავალდებულო. ანაზღაურების მიზნით გამოტოვებული სუნნეთი ნამაზები შემდეგში არ ილოცება.

RkJQdWJsaXNoZXIy NTY0MzU=